Сообщения

Сообщения за октябрь, 2018

არსებითი სახელი.. საკუთარი და საზოგადო არსებითი სახელები

Изображение
                  არსებითი სახელი. საკუთარი და საზოგადო არსებითი სახელები.     მოსწავლეებმა განმარტეს არსებითი სახელი. მოცემული ტექსტიდან ამოკრიბეს არსებითი სახელები. იმსჯელეს თუ რა შემთხვევაში შეიძლება იყოს არსებითი სახელი საკუთარი და რა შემთხვევაში საზოგადო. შეასრულეს სავარჯიშო. დაალაგეს არსებითი სახელები.

სიტყვა. წინადადება

Изображение
           სიტყვა. წინადადება.      მოსწავლეებმა განმარტეს სიტყვა. ჩამოწერეს ერთმარცვლიანი, ორმარცვლიანი...სიტყვები. მოცემული მარცვლებისაგან შეადგინეს სიტყვები. სიტყვაში პირველი ბგერის შეცვლით მიიღეს ახალი სიტყვები.       განმარტეს რას ეწოდება წინადადება.?, რისგან შედგება იგი?,  განვიხილეთ თხრობითი, კითხვითი, ძახილის, ბრძანებითი წინადადებები. შეასრულეს სავარჯიშოები  წინადადების გადაკეთებაზე და სიტყვების დალაგებაზე.

სიტყვის დამარცვლა და გადატანა

Изображение
სიტყვის დამარცვლა და გადატანა     მოსწავლეებმა ჩამოწერეს სიტყვები მითითებულ თემაზე, გავიხსენეთ სიტყვის დამარცვლის წესები, დამარცვლეს ჩამოწერილი სიტყვები. გავიხსენეთ სიტყვის გადატანის წესები. ერთმანეთს დაუსვეს კითხვები. დამარცვლეს და გადაიტანეს სიტყვები ამა თუ იმ წესის შესაბამისად. მოვიგონეთ სიტყვები ,რომლებიც არ დაიყოფა გადასატანად.

ასო. ბგერა. მარცვალი.

Изображение
                    ასო.  ბგერა.  მარცვალი.       მოსწავლეებმა განმარტეს ასო და ბგერა.  განასხვავეს რა შემთხვევაშია ასო და რა შემთხვევაში -ბგერა.  ვივარჯიშეთ , თუ  რამდენმარცვლიანია ესა თუ ის სიტყვა. მოცემული ასო-ბგერებისაგან შევადგინეთ სიტყვები.        ვისაუბრეთ ქართული ენის მნიშვნელობის შესახებ.  ჩავიწერეთ  გამონათქვამები ქართული ენის შესახებ.