Сообщения

Сообщения за ноябрь, 2018

რთული სიტყვები. მართლწერა.

Изображение
                           რთული  სიტყვები. მართლწერა     დაფაზე  ჩამოვწერეთ   ერთფუძიანი და ორფუძიანი სიტყვები.  მოსწავლეებმა განმარტეს რომელია მარტივი და რომელია რთული..შეასრულეს სავარჯიშო: მოცემული სიტყვებისგან  შეადგინეს რთული სიტყვები. შევარჩიეთ სიტყვები, რომლებიც აღნიშნავს ერთ საგანს ,აგრეთვე სიტყვები,  რომლებიც აღნიშნავს ერთზე მეტ საგანს. დაიმახსოვრეს, როგორ იწერება ეს სიტყვები(დეფისით , უდეფისოდ).. ცოდნის შესამოწმებლად შევასრულეთ ტესტები. . მოსწავლეებმა

.არსებითი სახელის რიცხვი.

Изображение
                არსებითი სახელის რიცხვი. მოსწავლეებმა გაიხსენეს რა შემთხვევაშია სახელი მხოლობით რიცხვში და რა შემთხვევაში მრავლობით რიცხვში.  მოცემული ტექსტიდან ამოიწერეს და დააჯგუფეს არსებითი სახელები მხოლობითსა და მრავლობით რიცხვში. აბრუნეს სახელები მხოლობითსა და მრავლობით რიცხვში.

.მართლწერის საკითხები. ორი მ, ორი ს

Изображение
                მართლწერის საკითხები. ორი მ, ორი ს მოსწავლეებმა გაიხსენეს როგორ უნდა ვიპოვოთარსებითი სახელის ფუძე. ჩამოვწერე სახელები, რომლების ფუძე მ-ზე ბოლოვდება, ჩასვეს მოთხრობით ბრუნვაში. ჩამოვწერე სახელები, რომლების ფუძე ს-ზე ბოლოვდება, ჩასვეს მიცემით ბრუნვაში. იმსჯელეს, გამოიტანეს დასკვნები. ბოლოს შეასრულლეს დამატებითი სავარჯიშო.

არსებითი სახელების ბრუნება. სახელის ფუძე.

Изображение
                         არსებითი სახელების ბრუნება. სახელის ფუძე.      მოსწავლეებმა განმარტეს რას ეწოდება ბრუნება. აბრუნეს არსებითი სახელები. გაიხსენეს ფუძის მონახვის წესი. მონახეს რამოდენიმე სახელის ფუძე. ტექსტიდან ამოკრიბეს მოთხრობითი ბრუნვის ფორმის სახელები და მონახეს მისი ფუძე.